Sunday 4 November 2018

პროექტი "როგორ გავზომოთ მანძილი"

1. პროექტის სახელწოდება: როგორ გავზომოთ მანძილი
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ჩვენი პრაქტიკული ამოცანა ავტობუსის მოძრაობის ყველაზე ხელსაყრელი (ოპტიმალური)მარშრუტის პოვნას უკავშირდება
3. პროექტის აქტუალობა: პროექტში მონაწილე მოსწავლეები  პოულობენ უმოკლეს გზას.
4. პროექტის მიზნები: ოპტიმალური ამოხსნის ძიების უნარის განვითარება.
5. მონაწილეთა ასაკი: 12-13 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა:   1 -თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეთა მიერ შედგენილი რუკა, სადაც პუნქტების ზომებს უგულებელყოფენ- მათ გამოსახავენ წერტილებით , გზებს წრფის მონაკვეთებით. ამ დაშვების შემდეგ იქმნება სურათი, რომელიც რეალური სიტუაციის გამარტივებისა და მათემატიკურად ჩამოყალიბებების  (მათემატიკური მოდელირების) საშუალებას გვაძლევს.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ფორმატის ქაღალდი, მარკერები, სახაზავი,  საწერი საშუალებები, მათემატიკის სახელმძღვანელო (.ვეფხვაძე, . გოგიშვილი, . მებონია, . ქურჩიშვილი)
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
 #უმოკლესი მარშრუტის(ტეხილის) პოვნა
#ტეხილის სიგრძის გამოთვლა
#ცხრილის შედგენა, შევსება
#თვის ყოველი სასწავლო დღის განმავლობაში გასავლელი მანძილის გამოთვლა
#დახარჯული საწვავი(ლიტრებში)
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
 მათ. VII.4. 10.15
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ირჩევს და იყენებს შესაფერის ერთეულებს სიდიდის ცვლილების, მოძრაობის სიჩქარის, მასშტაბისა და რუკაზე მანძილის პოვნასთან დაკავშირებულ ამოცანების ამოხსნისას;

მათ. VII.10. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ობიექტების წარმოდგენა ამოცანის კონტექსტის შესაბამისად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      აგებს დასმული ამოცანის შესაბამის ნახაზს და ადეკვატურად იყენებს ასოით აღნიშვნებს;


გეოგრაფია-რუკის შედგენაზე:გეო.VII.3. მოსწავლეს შეუძლია ორიენტირებ სივრცეში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       რუკაზე განსაზღვრავს საკოორდონატო ბადის ძირითად ელემენტებს; 

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ნანი ტაბატაძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:tabatadzenani19@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: https://nanitabatadze.blogspot.com/
14. პროექტის განხორციელების გეგმა

Monday 29 October 2018

განცხადება მათემატიკის წრის გახსნის შესახებ მე-7 კლასელებისთვის









2018-2019 სასწავლო წლის 29 ოქტომბრიდან ვაგრძელებთ მათემატიკის წრის მუშაობას მე-7 კლასში, შეხვედრა იქნება კვირაში ერთხელ- სამშაბათს 1 სთ და 40 წთ-ზე.
მსურველები დაგვიკავშირდნენ ძლევიჯვარის საჯარო სკოლის მათემატიკის კათედრას.



                      პატივისცემით: ნანი ტაბატაძე